понедельник, 8 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

    ძალიან საიტერესო, მრავლისმომცველი და სასარგებლო ტრენინგი იყო. დღეს ბოლო დღეა,  დავასრულეთ   პორტფოლიოზე მუშაობა  და პრეზენტაციები. საკმაოდ შრომატევადი იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, თუმცა ეს ისეთი მასალაა, რომელიც დამჭირდება ყოველდღიურ პრაქტიკაში და უფრო კარგად გავიწაფები.
  დიდი მადლობა, ბატონ დათოს! იმედია, კიდევ შევხვდებით  მსგავს ტრენინგზე. 

воскресенье, 7 декабря 2014 г.

მერვე დღე

  მოგესალმებით
  ეს დღეც საიტერესო იყო. ტრენერმა ბევრი ახალი რამ გვასწავლა, თუმცა ვთვლი ,  ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც რომ შევძლო , ამისათვის ბევრი ვარჯიში დამჭირდება. ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაცია, ფაილების მიმაგრება და კარგად გავართვი თავი. პროექტის გეგმის წერაც დავასრულე .
  დიდი მადლობა, ბატონ დავითს!

суббота, 6 декабря 2014 г.

მეშვიდე დღე

  დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გავითვალისწინე ტრენერის ყველა შენიშვნა და სასარგებლო რჩევები. შედეგად,  შედარებით დახვეწილი პროექტის გეგმა მივიღე. ყოველი პუნქტის წრისას ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობებს ვითვალისწინებდი.შევეცადე    მათთვის  მისაღწევი მიზნები დამესახა.
  დიდი მადლობა, ბატონო დათო!. თქვენ   პროფესიონალი  ტრენერი ხართ! 

пятница, 5 декабря 2014 г.

მეექვსე დღე

  მოგესალმებით,
    მიუხედავათ იმისა, რომ  დაღლილი მოვედი ტრენინგზე, მაინც შევძელი ყურადღების კონცენტრაცია.  გავეცანით ძალიან საინტერესო  შეფასების რუბრიკებს, რაც  დაგვეხმარება  სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
    

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეხუთე დღე

  ჩემი მოლოდინი გამართლდა, დღევანდელი დღე წინა დღეებზე კიდევ უფრო საინტერესო  და ნაყოფიერი იყო. დღეს გამოვაქვეყნეთ  პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე.  ვისწავლეთ  სურათების,  საჭირო ტექსტების ამოჭრა და  ჩასმა ნებისმიერ  ადგილას.  ხშირად   დამჭირვებია ასეთი რამის გაკეთება, თუმცა  შეუძლებლად მიმაჩნდა.                                                                                                                                                                      დიდი მადლობა,  ბატონო დათო  გულისხმიერებისათვის!. 

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 30 ноября 2014 г.

რეფლექსია-4


     მეოთხე დღეც განსაკუთრებული იყო, ნაყოფიერი და სასარგებლო. ბუკლეტი   ჯერ  არ დამისრულებია, თუმცა ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ. განსაკუთრებით  მომეწონა  ერთობლივი მუშაობა სლაიდშოუს  მომზადებისას.  წავიკითხავ თეორიულ მასალას, კარგად გავიაზრებ ყველა დეტალს და იმედია,  დამოუკიდებლადაც შევძლებ  მუშაობას.